დავით საგანელიძე ფონდის მმართველობაში არსებული კლინიკების მენეჯმენტს შეხვდა

30/11/2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის მმართველობაში არსებული კლინიკების მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრა კლინიკების ფინანსური მმართველობის მოდერნიზაციის მიზნით გაიმართა, რომელსაც ფონდის ფინანსური და იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობების გამარტივების მიზნით ფონდის მმართველობაში არსებულ კლინიკებში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესახებ ისაუბრეს. საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრას ფონდის მენეჯმენტის გარდა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი ესწრებოდა. ფონდის მმართველობაში არსებულ კლინიკებში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ქვეყნისათვის სოციალურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგის განვითარების მიზნით , BDO-ს აუდიტორული შემოწმება იგეგმება.
საპარტნიორო ფონდმა განახორციელა კლინიკების უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მიერ.
საპარტნიორო ფონდის ჯგუფში შედის შემდეგი საავადმყოფოები:
1. აკადემიკოს შპს “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო);
2. სს “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” (ე.წ. ონკოლოგიური საავადმყოფო);
3. შპს “თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო”
სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კლინიკები განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ფონდს მფლობელობაში 2015 წლის ბოლოს გადმოეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0