დავით სერგეენკომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამაზე ექიმების აზრი მოისმინა

19/07/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. დავით სერგეენკომ ახალი პროგრამის შესახებ შეხედულებები, პირადად ექიმებისგან მოისმინა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა 1 ივლისს ამოქმედდა. ახალი პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 – ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; – ფილტვის ქრონიკული დაავადებები; – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; – დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0