დავით სერგეენკო გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს ალანა არმიტაჯსა და საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობის დირექტორს კარლ კულესას შეხვდა. საუბარი დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობასა და მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრიორიტეტებს შეეხო. პირველად საქართველოში, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგია შეიქმნა. სტრატეგია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა. მისი მიზანია დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ასევე მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროების გასაუმჯობესებლად სტრატეგიული ჩარჩოსა და მიმართულებების განსაზღვრა. სტრატეგიის პრეზენტაცია კი ხვალ, სასტუმრო თბილის მერიოტში გაიმართება

Visited 153 times, 1 visit(s) today