დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15/01/2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანათაშორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და მისი გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თურქეთის საელჩოს მეორე მდივანი ბურჯუ ქუიუჯუ და ორგანიზაცია „TIKA“-ს კოორდინატორი ჰუსეინ შანლი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0