დავით სერგეენკო ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ნარკომომხმარებლებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული სერვისების, ზიანის შემცირების, თერაპიული მკურნალობის, პალიატიური მოვლისა და სტიგმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, ქვეყნის ნარკოპოლიტიკაზეც იმსჯელეს, მისი ჰუმანიზაციის აუცილებლობაზე გააკეთეს აქცენტი, საერთაშორისო გამოცდილების საუკეთესო მაგალითები მიმოიხილეს და მოხმარების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე გამახვილეს ყურადღება. დავით სერგეენკომ საკითხით დაინტერესებისა და შეხედულებების გაზიარებისთვის გლობალური კომისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

Visited 179 times, 1 visit(s) today