დავით სერგეენკო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქ. ვენაში ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრის მოხსენებაში – „პარტნიორობის მნიშვნელობა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებისთვის“ – ხაზგასმული იყო პროგრამის წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან მაღალი მზაობა და მხარდაჭერა, მედიკოსთა პროფესიონალიზმი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მყარი და ქმედითი პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატა მადლიერება საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის აშშ-ის მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“, ინოვაციური დიაგნოსტიკის ფონდისა და ტექნიკურ მრჩეველთა გუნდის მიმართ. მინისტრმა, ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
სესიაზე, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას დაეთმო, საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით.
საერთაშორისო კონგრესი ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ევროპის ასოციაციის (EASL) ორგანიზებით ტარდება და ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ჯანდაცვის სფეროში. კონგრესს დარგის საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრება.

Visited 84 times, 1 visit(s) today