დავით სერგეენკო WHO-ს 67-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

12/09/2017

ბუდაპეშტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სიტყვით გამოვიდა კომიტეტის 67-ე სხდომაზე. დავით სერგეენკომ თავის მოხსენებაში ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაზე, როგორც ხარჯთეფექტურ და შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს აჩენს. მისი განცხადებით, ჯანდაცვაში არ არსებობს მეორეხარისხოვანი პრიორიტეტი. რეგიონალურ შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური შეხვედრა 14 სექტემბერს დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0