დავით ფარცვანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და ახალგაზრდული მიმართულებით არსებულ გეგმებზე ესაუბრა. დავით ფარცვანიამ ახალგაზრდებისგან რეგიონის განვითარების ხედვები მოისმინა და მათთან ერთად არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელა. შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ორგანიზებით პროექტ „გაიცანი პროფესია“ ფარგლებში ჩატარდა.
დავით ფარცვანიამ დღესვე მოსწავლეებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დაათვალიერებინა და თანამშრომელთა მუშაობა გააცნო.

Visited 139 times, 1 visit(s) today