დავით შერაზადიშვილს ნდობა ამომარჩეველთა 95,26%-მა გამოუცხადა

31/10/2016

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში, ოფიციალური შედეგების თანახმად, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა გაიმარჯვა. დავით შერაზადიშვილს ნდობა ამომარჩეველთა 95,26%-მა გამოუცხადა. ამბობს, რომ ეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეული ბოლნისელის წინაშე და მათთან ერთად შეეცდება ბოლნისში დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები წარმატებულად დაასრულოს.
,, მინდა მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში ნდობა გამომიცხადეთ. მიღებული ხმები, რომელიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 95,26 %-ია, აჩვენებს თქვენს უდიდეს მხარდაჭერას. ჩვენი მუშაობა არის ღია და გამჭვირვალე. მზად ვართ თქვენგან მივიღოთ და განვიხილოთ ყველა საინტერესო ინიციატივა. გპირდებით, რომ ახალი ენერგიითა და ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას და თითოეულ თქვენგანთან ერთად შევქმნით ბოლნისის უკეთეს მომავალს”,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0