დაზიანებული სახლები მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერი წვიმის დროს მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა მილხიდებმა, რის გამოც დატბორილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი და რამდენიმე ქუჩა. დატბორილია საყანე ფართობები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადგილზე დაათვალიერა სტიქიისაგან დაზიანებული სახლები. ამ დროისთვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობს.

Visited 303 times, 1 visit(s) today