დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სტიქიით დაზარალებულ შიდა ქართლის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად შეხვდა.

„დაზარალებულთა დიდ უმრავლესობას, სამწუხაროდ, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. 2014 წლიდან ქვეყანაში აგროდაზღვევის პროგრამას ვახორციელებთ და მუდმივად ვაფრთხილებთ ფერმერებს, რომ რისკების შემცირების ერთადერთი გზა დაზღვევაა. სახელმწიფო სოლიდურ თანხას ხარჯავს ამ მიმართულებით, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისთვის. ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა 70%-ია; ვაზზე 50%. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აგრარულ დარგში საქმიანობა რისკიანია. დღესაც იმავეს გავიმეორებ, დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც ამ რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო უშუამდგომლებს ფერმერებს საბანკო სექტორთან და სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის საკითხს დასვამს. აღინიშნა, რომ მიწების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია მოგვარდეს ტექნიკური ხარვეზები, რაც შეიძლება არსებობდეს და ასევე გადაიჭრას ფრაგმენტაციის პრობლემა.

Visited 92 times, 1 visit(s) today