დათო გოგუამ სოფელ ქვედაჩხოროწყუში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა

29/06/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ სოფელ ქვედაჩხოროწყუში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი 222 702 ლარით აფინანსებს. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,გეეთი“. მშენებლობაზე დასაქმებულია 8 ადამიანი.

აქამდე სოფელ ქვედაჩხოროწყუს საბავშვო ბაღის შენობა არ ჰქონდა. სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში მიმდინარეობს.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ კირცხშიც. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 2013 წლიდან დღემდე, სულ 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0