დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა პატრიარქმა.

წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ მდივანთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. ახალ ტაძარში პირველი წირვა მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართა. მანამდე კი მეუფეებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს.

Visited 106 times, 1 visit(s) today