დამეწყრილი გზის გამაგრება-აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

16/01/2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალაღალის უბანში დამეწყრილი გზის გამაგრება- აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე შიდა საუბნო გზა მერწერის შედეგად ჩამოიშალა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული ი/მ სოსო გოგოხია სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 48 843 ლარს თანხები გამოყოფილიქნა ცენტრალური ბიუჯეტიდან, სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ და მერიის არქიტექტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0