დამოუკიდებლობის დღე დედოფლისწყაროში

26/05/2016

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა დედოფლისწყაროს პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი და გამოფენა-გაყიდვა ,,დამზადებულია დედოფლისწყაროში“, სადაც მუნიციპალიტეტის სოფლებმა და ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. ფესტივალის პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული და საკონცერტო ღონისძიებები. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა, გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და ხორნაუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ სპეციალურად ამ დღისთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამოტანილი პროდუქცია დაათვალიერეს და მეწარმეებს გაესაუბრნენ. საღამოს დასასრულს, სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა და სიგელებით დააჯილოვა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მოგვიანებით კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი შეუერთდა.
,,წარმოებულია დედოფლისწყაროში“ ისევე, როგორც პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი, მიზნად ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ისახავს. ღონისძიების ორგანიზატორებმა ის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0