დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქართველი მომღერლების მონაწილეობით, გალა კონცერტი გაიმართა. მეგი გოგიტიძე, ქეთი ორჯონიკიძე და რობი კუხიანიძე, ძველი და ახალი ჰიტებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
26 მაისი ზუგდიდში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქი მთელი დღის განმავლობაში, კულტურული, სპორტული და შემეცნებით აქტივობებით იყო დატვირთული. ზვიად გამსახურდიას გამზირზე რეტრო და თანამედროვე სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვნების, გართობის, შემეცნების და სპორტის სივრცეები იყო მოწყობილი. თავისუფლების მოედანზე კი წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს ზუგდიდის მერიის ლოკაციები.
ღონისძიების კულმინაცია – გალა კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკებით დასრულდა.

Visited 255 times, 1 visit(s) today