დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი, – ასე გამოეხმაურა რატიანი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა მოითხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იარაღით ვაჭრობს.

„ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან და ამ შემთხვევაში ამერიკიდან უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე, არის რუსული პროექტი. პუტინის პროექტი და ის საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს. ეს იყო გაფრთხილება და მოწოდება იმისათვის, რომ პუტინის ეს იარაღი გავაუვნებელყოთ“, – განაცხადა რატიანმა.

Visited 198 times, 1 visit(s) today