დასუფთავების აქციები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

29/04/2017

დასუფთავების აქციის კვირეულის ფარგლებში „დავალაგოთ საქართველო“ – დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე აქციას გამგეობის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა.
აქციის მონაწილეებმა დაბა ურეკის სანაპირო ზოლი ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაოებში ოზურგეთის „მუნიციპალური მომსახურების ცენტრის“ ტექნიკა და მოსამსახურე პერსონალი ჩაერთო.
პროექტის ფარგლებში, დასუფთავების აქციები, პარალელურად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. აქციაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო.
პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა დასუფთავების აქცია. ვასუფთავებთ წინასწარშერჩეულ ადგილებს, სადაც არსებობს დაბინძურების ფაქტები. აქცია ერთჯერადი არ იქნება. ყოველთვიურად შეირჩევა დღეები, რათა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქციებში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. “, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0