უკვე ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს დასუფთავების აქცია კახეთის რეგიონში, რომლის ინიციატივა კახეთის მხარის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების აქციები სისტემატიურია, მაინც ჩნდება დაბინძურების ახალი კერები და გარდა ბუნებაში უკვე არსებული დატოვებული ნარჩენებისა, სიტუაციას ამძიმებს მოსახლეობის დაბალი ცნობიერების დონე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას გარემოს დაცვით აქტივობებში და მისი მთავარი მიზანია ამ და სხვა მსგავსი აქციების ჩატარებით, მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც საბოლოო ჯამში საგრძნობლად შეამცირებს საქართველოში დაბინძურების დონეს. ყვარლის აქციაში დღეს 600 – მდე საჯარო და სამოქალაქო პირთან ერთად გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად მონაწილეობდა და დღის განმავლობაში აქციამ მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცვა.