დასუფთავების მასშტაბურ აქციაში ტყიბულიც ჩაერთო

21/04/2017

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით,მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციები ეწყობა, რომელშიც ტყიბულის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა და ა(ა.)ი.პ. ორგანიზაციებმა, თავიანთი დაწესებულებების ეზოები, მისავლელი გზები და მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ასევე გაიწმინდა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი.
აქციაში ჩართულნი იყვნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც.
შეგროვებული ნარჩენების გატანა ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის კომუნალური გაერთიანებამ უზრუნველყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0