დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობის საკითხებზე იმსჯელეს

26/10/2017

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობის საკითხებზე იმსჯელეს სასტუმრო „ციტრუსში“. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით მიმდინარე პროცესი მიმოიხილეს. განიხილეს დაცული ტერიტორიების მმართველობის საკითხების გაძლიერების და შეფასების გზები და დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების როლი დაცული ტერიტორიების მართვაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0