დედამიწის დღე ყვარელშიც აღინიშნა

22/04/2016

დედამიწის საერთაშორისო დღე, 22 აპრილი, 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.
ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.
სწორედ ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეურთდნენ ყვარლელში, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა აქციის ფარგლებში, ქალაქ ყვარლის მიდებარე ქუჩები და ტყის პირები დაასუფთავეს. აქციაში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი და გამგებლის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0