“დედამიწის საათს” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია შეუერთდა

24/03/2018

“დედამიწის საათს” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია შეუერთდა. დღეს, საქართველოს დროით 20:30 -დან 21:30- საათამდე მსოფლიო „დედამიწის საათს“ უკვე მე-11 აღნიშნავს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი აქციის დროს, მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
“დედამიწის საათს”- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი შეუაერთდა და ერთი საათის განმავლობაში ელექტროგანათება გამოირთო ყველა ადმინისტრაციულ შენობაში.
საერთაშორისო აქცია „დედამიწია საათი“ (Earth Hour) ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) 2007 წლიდან იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0