დედოფლისწყაროს ახალი ნაძვის ხე საშობაოდ განათდება

04/01/2020

დედოფლისწყაროს ახალი ნაძვის ხე საშობაოდ განათდება. ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმ განაცხადა. ნაძვის ხის მონნტაჟი ქალაქის ცენტრში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე 2 იანვარს, გვიან ღამით დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიისა და შესაბამისი სამსახურების ოპერატიული მუშაობის შედეგად დედოფლისწყაროს ახალი ნაძვის ხე უკვე აქვს და ის უახლოეს დღეებში განათდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0