დედოფლისწყაროს გამგებელმა ახალი ბავშვთა გასართობი ატრაქციონები დაათვალიერა

31/08/2017

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ინფრასტრუქტურის უფროს დავით ფხოველიშვილთან ერთად ე.წ. მიკრო რაიონის ეზოში დამონტაჟებული ბავშვთა გასართობი ატრაქციონები მოინახულა. საბავშვო გასართობი ატრაქციონები ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით გაკეთდა და იგი სულ 46 487 ლარი დაჯდა. აჟრიამულებული ბავშვები მხიარულად ერთობოდნენ ახალგაკეთებულ ატრაქციონებზე. მოსახლეობა დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს ატრაქციონების გაკეთების გამო.
,, მიხარია, რომ აღნიშნული საბავშვო გასართობი ატრაქციონების გაკეთებით ეს ეზო გამოცოცხლდა. ჩვენი მოვალეობა ისაა, რომ უკეთესი მომავალი შევუქმნათ მომავალ თაობას“ – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0