დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უდროო თოვლის გამო გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

26/10/2016

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უდროო თოვლის გამო გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დედოფლისწყაროში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩასა და სხვა უბნებზე ხეები დააზიანა. ადგილზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მობილიზებული იყო შესაბამისი დამხმარე ტექნიკა, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და ხეების გაწმენდა თოვლისგან.
გაცნობებთ, რომ უდროო თოვლის გამო ტრანსპორტითა თუ ქვეითად გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0