დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი შენობა ექნება

11/07/2017

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ საპროექტო წინადადებებში ცვლილებებია-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 607 000 ლარი გამოყო. ამ თანხით მიმდინარე წელს სოფელ ხორნაბუჯში, კოსტავას ქუჩაზე მოხდება ბოგირის რეაბილიტაცია და მოეწყობა ასფალტის საფარი. ასფალტის საფარი მოეწყობა გელოვანის ქუჩაზეც. აღნიშნული პროექტებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი თანადაფინანსების სახით 32 000 ლარს დახარჯავს. ქუჩების მოწყობისთვის ჯამში 639 000 ლარია გათვალისწინებული. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თავმჯომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა წარადგინა. ცვლილებას საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის N84 განკარგულებაში შევიდა, ქ.დედოფლისწყაროში ,,სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის“ შენობის მშენებლობას ეხება. ცენტრის შენობის პროექტის ღირებულება 161 545 ლარს შეადგენს და ის 2017 წელსვე დასრულდება. ამ ეტაპზე დაჩქარებული წესით მშენებლობისათვის ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0