დევნილთა დასაქმების მიზნით ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილთა დასაქმების მიზნით ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტო 50 დევნილს თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოებს შეუსყიდის.
ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 1600 ლარს შეადგენს. დაფინანსდება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური განაცხადები.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადები, 10 ოქტომბრის ჩათვლით, მიიღება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა), ან ელექტრონულად, სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@livelihood.gov.ge

Visited 108 times, 1 visit(s) today