დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების საზღვარზე საბაჟო წესის დარღვევით გადატანის ფაქტი აღიკვეთა

17/07/2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების საზღვარზე საბაჟო წესის დარღვევით გადატანის ფაქტი აღკვეთა.
საბაჟო – გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა.
ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან, ამოღებულია ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 148 000 ლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს ამოღებულია 13,5 კილოგრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო ღირებულება 910 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0