დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუსიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

07/02/2017

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელორუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან საქართველოსა და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ზრდად დინამიკაზე. გამოიკვეთა სტრატეგიული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. აღინიშნა რომ დიდია პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტში, მრეწველობაში და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიით ბელარუსული ბიზნესის დაინტერესების საქმეში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0