დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

20/04/2017

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის (GIF) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აღნიშნული ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით, საქართველოში ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის შესაძლებლობების შესწავლას.
„ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, რათა უკვე აშენებულ გზებს კარგად მოვუაროთ და ჩვენმა მოსახლეობამ გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მიიღოს,“ – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0