დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

12/06/2017

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე მსოფლიო ბანკის შესაძლებლობები, მომავალში მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას ორივე მიმართულებით.
შეხვედრაზე ისაუბრეს 2017–2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკთან უახლოეს მომავალში უნდა გააფორმოს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0