დიმიტრი ქუმსიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

09/03/2017

ნიდერლანდების სამეფოსთან სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილიმა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, იოს დაუმამ.
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროები აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებენ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: ადამიანური რესურსების პოტენციალის გაუმჯობესება; საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფა; სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0