დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდა

20/04/2017

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცებისა და ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე. შეაფასეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა გატარებაც გათვალისწინებულია სავალუტო ფონდის ახალი პროგრამით. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი ისეთ რეფორმების მიმართულებით, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და სხვ.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0