პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელსაც მსხვილი ისრაელური კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან ელი კოენთან. ასევე, დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქალაქ იეჰუდაში კომპანია “ELBIT”-ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც ასევე მოეწყობა აღნიშნული კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, აგრეთვე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე.