დიმიტრი ქუმსიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

12/06/2017

„სომხეთთან არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი მიმდინარეობს. ამასთან ერთად, საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა სომხეთისთვის, რადგან სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის სომხეთის საქონლის ტრანზიტის უდიდესი ნაწილი. ჩვენ ასევე განვიხილეთ სომხეთში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ქართული ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ირანთან და სხვა ქვეყნებთან და ეს შესაძლებლობა ქართულმა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს“ – დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების დიდი პოტენციალი. განსაკუთრებით ტურიზმის, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0