დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქმიანობაზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ შეხვედრაზე, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბანკის სტრატეგია თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეფორმებს EBRD-ის სახით ასეთი სერიოზული მხარდამჭერი ჰყავს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და EBRD-ს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, ისაუბრეს კაპიტალის ბაზრისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ცალკეული მიმართულებების შესახებ.

Visited 125 times, 1 visit(s) today