დიმიტრი ქუმსიშვილმა და მა ფეიჰუამ საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

19/09/2017

საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ისაუბრეს ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სახელმწიფოებრივი პროცედურების სწრაფად დასრულებაზე, რაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საკონსულტაციო საბჭოს მიერ შეთანხმების რატიფიკაციას.
საუბარი წარიმართა თანამშრომლობის გარღმავებაზე ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და ინდუსტრიული მიმართულება. შეხვედრაზე დადებითად აღინიშნა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების შეთანხმების გაფორმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0