დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მოლაპარაკებები გამართა

31/08/2017

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოლაპარაკებები გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.
მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შორის გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაღრმავებისათვის. ამის შემდეგ გაიმართა ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია.
გაფართოებულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ვაშაყმაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0