პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა მარკეტზე წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, ესაუბრა მეწარმეებს და რამდენიმე სახეობის, სხვადასხვა ქართული პროდუქტიც შეიძინა. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამართული მარკეტის მიზანი ქართველი მეწარმეების და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. მარკეტზე წარმოდგენილია ჩვენს ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა, მათ შორის სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, აქსესუარები და სასურსათო პროდუქცია. მარკეტი მეიდანზე 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
Visited 168 times, 1 visit(s) today