პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა. შპს „ოცნებამ,“ რომელიც მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპო¬რტი¬რე¬ბი¬თა და რეალიზაციით იყო დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდა¬ჭე¬რით საკუთარი ხისა და ლითონის კარის საწარმო ააშენა და პროდუქციას უშვებს ქართული ბრენდით „მეგა¬დორსი“. საწარ¬მო¬ში ამჟამად დასაქმებულია 42 ადამიანი. წარმადობის ზრდასთან ერთად კომპანია წლის ბოლომდე დამატებით 20 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდა¬რტე¬ბის შესაბა¬მი¬სი მანქანა-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ სეგ¬მენტში ლიდე¬რია და მის მიერ წარმოებული პროდუქციით ადგილობრივი ბაზარი სტაბილურად მარა¬გდება. საწა¬რ¬მო¬ში ამ ეტაპზე სერიულად იწარმოება 100-ზე მეტი სახეობის მაღალი ხა¬რი¬სხის ხის და ლი¬¬თო¬ნის კარი, ასევე მიიღება ინდივიდულური შეკვეთებიც. მიმდი¬ნა¬რე პერიოდისათვის საწარმოს წარმადობა შეადგენს თვეში 2000 კარს, თუმცა უახლოეს პე¬რიოდში წარმოების მოცულობა გაიზრდება ორჯერ, რაც კომპანიას მისცემს შესაძლე¬ბლობას პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.