დმანისში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

21/03/2019

ქვემო ქართლში სახეწლმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი სოფელ ოროზმანში “ნოვრუზ ბაირამის“ სახალხო ღონისძიებას დაესწრნენ. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული პირადად მიულოცეს და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ აზერბაიჯანელ სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და სპორტული ასპარეზობები.
გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი სოლო შემსრულებლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0