დოშაყეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13/09/2019

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (II ეტაპი). მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დაიგება 4 000 მეტრი ასფალტობეტონის და ცემენტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. როექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტში დასრულდება. დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0