დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში ამ ეტაპზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია

23/08/2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში ამ ეტაპზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. სტიქიიდან რამდენიმე საათში მოხდა ხანძრის კერების სრული კონტროლი მეხანძრე-მაშველების მიერ. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. განხორციელდა სამაშველო საქმიანობა და მიღებულ იქნა უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ზომა. სტიქიის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 2 ჰექტარი მიწის ფართობი, ძირითადად ფოთლოვანი ტყის მასივი. ამჟამად ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0