დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შემდეგ ელექტროენერგიის აღდგენა ზოგიერთ სოფელში ვერ ხერხდება

12/07/2017

7 ივლისს მომხდარი სტიქიის დროს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა დუშეთის რაიონის გარკვეულ ნაწილს. კერძოდ: ფასანაური-მუგუდას მხარეს, ხანდოს ხეობას, გუდამაყრის ხეობას, ჩარგლის მიმართულებას, ბარისახოს, ფიტავის აგარაკებს, გუდანის და შუაფხოს მხარეს.
იმავე დღეს, ოპერატიული მოქმედებებისა და მობილიზების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა აბონენტების ნაწილს, იმ უბნებში, სადაც მოხერხდა გზის გაწმენდა, დაზიანების ლოკალიზება და სამუშაოების ჩატარება.
უგზოობის გამო, ფერხდებოდა ავარიის ადგილზე მისვლა და სამუშაოების ჩატარება დუშეთის რაიონის გარკვეულ სოფლებში. შესაბამისად, 150 აბონენტისთვის ენერგომომარაგების აღდგენა სოფლებში არახვეთი, ფიტავის აგარაკები, ჩოხი, ხანდოს ხეობის ნაწილი, ბარისახო, გუდანი და ბაკურხევი მოხერხდა 8 ივლისს.
ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა 40 აბონენტისთვის სოფლებში გამსი, ჯუღისი და ხანდოს ხეობა მოხერხდა 9 ივლისს.
სოფელ ჩოხსა და ბაკურხევში უგზოობის გამო, ვერ ხერხდებოდა სამუშაოების წარმოება, სადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი იყო 12 აბონენტი. 10 ივლისს გზა გაიწმინდა ჩოხში და მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა 7 აბონენტისთვის. რაც შეეხება ბაკურხევს, დღემდე გზის არ არსებობის გამო ვერ ხერხდება დაზიანების აღმოჩენა და აღდგენა.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ქსელის აღდგენის მიზნით, კომპანიამ განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაამონტაჟა 10 ახალი საყრდენი და რეაბილიტაცია ჩაუტარა 12 საყრდენს, პარალელურად აღადგინა გაწყვეტილი სადენები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0