დუშეთში, არაგვის დაცულ ლანდშაფტის მართვის გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

06/05/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში არაგვის დაცულ ლანდშაფტის მართვის გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფშავის, ხევსურეთის და გუდამაყრის ადგილობრივი წარმომადგნელები დაესწრნენ. ჩეხეთის რესპუბლიკის ბუნების კონსერვაციის სააგენტოს წარმომადგენელმა და პროექტის ხელმძღვანელმა, მიხაელ ჰოშეკმა პროექტის ფარგლებში “არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა“, ისაუბრა სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებებისა და აღნიშნული ტერიტორიის სავარაუდო ზონირების საზღვრების შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო თუშეთის დაცული ლანშაფტის წარმატებული მაგალითი, რომლის პრეზენტაციაც გააკეთეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ზაზა ლაგაზიძემ და ირაკლი აფთარაულმა. ლანდშაფტის მართვის შესახებ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: განხილულ იქნა ტყეების, ბუნებრივი რესურსების დაცვის და ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საკითხები. შეხვედრას პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, ქონების მართვისა და ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლები – ზურაბ ყაჭიური და ამირან ძლიერიშვილი, ფშავ-ხევსურეთის ერონული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი – ვაჟა ჭინჭარაული, პროექტის კოორდინატორი ადგილობრივ დონეზე გაგა შეთეკაური, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი და CENN-ის კოორდინატორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, გიორგი იორამაშვილი. აღნიშნული დაცული ლანდშაფტი მოიცავს ფშავის, პირიქეთა ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიას, მისი მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ჩეხეთის რესპუბლიკის ბუნების კონსერვაციის სააგენტოს ხელშეწყობით. პროექტის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგეგმილია 7-8 მაისს. 7 მაისს 10:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა სოფელ ბარისახოში პირაქეთა ხევსურეთის მოსახლეობასთან; 13:30 საათზე სოფელ მაღაროსკარში-ფშავის და უკანაფშავის მოსახლეობასთან; ხოლო 8 მაისს 13:00 საათზე, ფასანაურის საზოგადოებრივ ცენტრში – გუდამაყრის ხეობის მოსახლეობასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0