დუშეთში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ მიზანია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა. განსაკუთრებული აქცენტი კი კეთდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ვასილ კაჭარავამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

Visited 50 times, 1 visit(s) today