დუშეთში სისხლის უანგარო დონორთა მორიგი აქცია გაიმართა

15/03/2018

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარის- გიორგი ასლამაზიშვილის ორგანიზებით, ქ.დუშეთში, გაიმართა სისხლის უანგარო დონორთა აქცია- ,, გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე.’’ აქციაში მონაწილეება მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ ,,დუშეთის სასპორტო გაერთიანებისა’’ და ,,დუშეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის’’ წარმომადგენლებმა. აქციაში მონაწილე პირებს ჩაუტარდა სხვდასხვა სახის გამოკვლევები, თითოეულ დონორს ინსტიტუტის სახელით გადაეცა „მადლობის სიგელი“. სულ, აქციიაში მონაწილეობა მიიღო 30-მდე პირმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0