დღევანდელი არჩევანი ძალიან მარტივია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„დღევანდელი არჩევანი ძალიან მარტივია: ერთ მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებებია აგრესია, სიძულვილი, სიცრუე, ხოლო მეორე მხარე არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას დღეს არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ № 2 ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მთლიანობაში, არჩევნები წარიმართება ჯანსაღ, თანასწორ და სამართლიან გარემოში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე გაგრძელდება მუშაობა დღის განმავლობაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 120 times, 1 visit(s) today