დღეიდან გადასახადის გადამხდელთათვის ,,ღია კარის დღეები“ იმართება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გადასახადის გადამხდელთათვის ,,ღია კარის დღეები“ იმართება.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე;
კითხვა – პასუხის რეჟიმში, გადამხდელები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას სხვადასხვა სიახლეების შესახებ;
დასწრება თავისუფალია.

Visited 157 times, 1 visit(s) today